პროექტის სახელი; რუსული ენა და დღევანდელობა
პროექტის მოკლე აღწერა:გვსურს თუ არა ვიცოდეთ რუსული ენა.როგორ ვისწავლოთ ის.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გამართულ დისკუსიაზე მათ გამოთქვეს სურვილი პროექტზე მუშაობისა დაპროექტის თემაც ამოირჩიეს.მოსწავლეებს ვყოფ 5 ჯგუფად და ვავალებ ინფორმაციის მოპოვებას.
I.ჯგუფი: ჩაატარონ გამოკითხვა მაღალი კლასის მოსწავლეებისა და მოიპოვონ ინფორმაცია თუ ვინ იცის ენა და როგორ ისწავლა;
II.ჯგუფი : ჩაატარონ გამოკითხვა მშობლებისა და მოიპოვონ ინფორმაცია,თუ იციან ენა და როგორ ისწავლეს:
III.ჯგუფი: მასწავლებლებისაგან მოიპოვონ ინფორმაცია,იციან თუ არა ენა და როგორ ისწავლეს;
IY.ჯგუფი: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას უბრალო მოქანლაქეებისაგან,იციან თუ არა ენა და როგორ ისწავლეს;
Y. ჯგუფი;მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას თანამდებობის პირებიდან,იციან თუ არა ენა და როგორ ისწავლეს.
YI.ჯგუფი:მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ჩვენს ქალაქში რუსულ ენაზე არსებული ჟურნალ–გაზეთების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებებსა და თვალსაჩინოებებს.
მონაწილეთა ასაკი ;14 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა:7 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციების განხილვა–შესწორება,დისკუსია,ფოტოსურათების გამოფენა,მოპოვებული პრესისა და რეკლამების ნიმუშების დათვალიერება;
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს უჩნდებათ მოტივაცია რუსული ენის შესწავლისა და მისი გამოყენებისა საზოგადოებასთან საურთიერთოდ.
სარგებელი სხვებისთვის: რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ჩვენი გეოფიზიკური მდებარეობიდან გამომდინარე
სამუშაო ენა: ქართული ენა.